საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრები ბათუმში და სამტრედიაში იმყოფებოდნენ

13 ივლისი 2016

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებმა აჭარაში და სამტრდიაში მოღვაწე ადვოკატებთან გასვლითი შეხვედრა გაიმართეს. სხდომას ორმოცამდე ადვოკატი ესწრებოდა, სადაც განხილულ იქნა ეთიკის კომისიის კოლეგიებს შორის ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების პრობლემატიკა. შეხვედრის განმავლობაში, კომისიის წევრებმა ადვოკატებთან ერთად განიხილეს ისეთი თემები როგორიც არის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა, კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, კეთილსინდისიერების და კვალიფიციურობის ვალდებულება, ადვოკატებს შორის ურთიერთობა, ურთიერთპატივისცემის და თანამშრომლობის ვალდებულება. ადვოკატებთან ერთად შეთანხმდენ, რომ მომავალში ხშირი შეხვედრები გამართონ ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვის მიზნით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი